top of page

A-TACS (Advanced Tactical Concealment System)

  • Writer: მილიტარისტის აღჭურვილობა
    მილიტარისტის აღჭურვილობა
  • Mar 17, 2018
  • 3 min read


მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი პოსტი შეეხება ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე კამუფლირებას, რომელსაც ეწოდება A-TACS, ის უნიკალურია თავის კლასში შესაბამისად ჩვენც დავინტერესდით, მოვიძიეთ ინფორმაცია და დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მას თქვენ. პირველი ორიგინალი A-TACT AU (Arid Urban) ბაზარზე გამოჩნდა 2009 წელს, სხვა კამუფლირებებთან შედარებით ის საკამოდ ახალია. ის შექმნა კომპანია DCS (Digital Concealment Systems)-მა იმისთვის რათა ეპასუხათ ყველა იმ გამოწვევისთვის, რომელსაც თანამედროვე სპეც. დანიშნულების ქვედანაყოფები ითხოვენ. იგი შეიქმნა როგორც სამხედრო, ასევე სამართალდამცავი პერსონალისთვის. ვაღიაროთ რომ დღეს ბაზარზე არსებული კამუფლირების სისტემები, ასე თუ ისე მაინც შეიცავენ პატარა ხარვეზებს, სწორედ ამიტომ A-TACS-ის შემქმნელთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ეს ხარვეზები თითქმის ნულამდე დაიყვანეს.

კამუფლირების სისტემა შეიძლება დავყოთ ორ ძირითად ნაწილად:

1. ციფრული კამუფლირება (Digital geometric-based patterns) - ყველაზე კარგი მაგალითი ამ კამუფლირებისთვის არის MARPAT, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებდა 2008 წლის აგვისტოს ომში. ის შეიქმნა იმისთვის, რომ რთული აღმოსაჩენი ყოფილიყო სხვადასხვა ელექტრონული ხელსაწყოებისთვის, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს რომ მისი ოთხკუთხედები, პირდაპირ შეხედვით ძალიან მარტივი აღმოსაჩენია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის კამუფლიაჟს დღესაც იყენებს ისეთი ქვედანაყოფი, როგორიცაა US Marine Corps. სამხედროები მაინც ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან. შესაბამისად ძალიან მალე მოხდება ამ კამუფლირების ჩანაცვლება ახალი ალტერნატივით.

2. ორაგნული კომუფლირება (Organic ""Blob" Camouflage Systems) - ამ შემთხვევაში მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ MultiCam, არ დავმალავთ და ჩვენი გუნდის ყველაზე საყვარელი კამუფლირება. მიუხედავად იმისა რომ ის ყველაზე ცნობილი კომუფლირებაა მსოფლიოში, მასაც გააჩნია პატარა ხარვეზები, პირველ რიგში ის, რომ ზემოთ აღნიშნული სისტემისგან განსხვავებით ის მარტივი აღმოსაჩანია ელექტრონული ხელსაწყოებით, ასევე ის რომ საკმაოდ ლიმიტირებულია ფერები, კვლავ მულტიკამს რომ დავუბრუნდეთ, მისი ასობით სხვა მიმსგავსებული ფორმა არსებობს, მაგრამ ცვლილება მხოლოდ ფერთა ტონებშია. ზოგგან მწვანეა უფრო მეტი, ზოგგან ყავისფერი.

A-TACS კამუფლიაჟი, როგორც მიხვდით ჰიბრიდულ სისტემას წარმოადგენს, ის იყენებს როგორც ციფრულ ასევე ორგანულ სისტემებს. მათ ოთხკუთხედები ჩაანაცვლეს ოგანული პატარა წერტილებით, რომელიც ერთიანად ქმნის კამუფლირების სისტემას. ასევე მისი ყველაზე დიდი პლიუსი ის არის, რომ იმეორებს ზემოთ აღნიშნული კამუფლირებების ყველა დადებით მხარეს.

ახლა შევეხოთ ამ კამუფლირების ვარიანტებს, რომელიც საკამოდ მრავალფეროვანია. აქვე გვინდა ავღნიშნოთ რომ, როგორც მწარმოებელი იუწყება, ყველა ახალი ვარიანტი შექმნილია ნულიდან და არ იმეორებს წინა კამუფლირების ელემენტებს, შესაბამისად A-TACS AU და A-TACS FG სხვადასხვა სისტემებს წარმოადგენენ.


ქვევით გთვაზობთ ვარიანტებს რომელთაც დღეს ბაზარზე შეხვდებით:

1. A-TACS FG (Foliage Green)



ის შეიქმნა 2011 წელს და როგორც ზევით მოგახსენეთ ის რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედი A-TACS AU-სგან. მასში დამატებულია ეგრედ წოდებული ჩრდილები, რომელიც მაქსიმალურ შენიღბვას სთავაზობს მის მომხმარებელს. ამ ყველაფრის ნახვა სურათზეც შეგიძლიათ. ის გამოიყენება ტყეში და უმეტესაც ველზე. როდესაც A-TACS AU-ს გამოყენება რეკომენდირებულია დასახლებულ რაიონებში და უდაბნოს პირობებში.



2. A-TACS LE (Law Enforcement)



როგორც სახელით ვხვდვებით ის შექმნილია სამართალდამცავებისთვის. ბაზარზე გამოჩნდა 2013 წელს. ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ კომუფლირებებს შევხვდებით სამართალდამცავებისთვის, იგივე ვარიანტში Crye Precision-მა შექმნა MultiCam Black.




მიუხედავად იმისა რომ დღეს ძირითადად 3 ვარიანტად გვხვდება, არსებობს A-TACS iX კამუფლირებათა სისტემაც. ის 2016 წელს წარადგინეს და უფრო დახვეწილ კამუფლირებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა რომ ეს სისტემა ჯერჯერობით ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მან მაინც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა სხვადასხვა ქვედანაყოფებისგან.



გთავაზობთ იმ ვარიანტებს, რომლებიც შედის A-TACS IX სერიაში:

1. A-TACS iX (Intermediate Xtreme)




2. A-TACS AU-X (Arid Urban Xtreme)




3. A-TACS FG-X (Foliage Green Xtreme)




4. A-TACS LE-X (Low Enforcement Xtreme)




5. A-TACS AT-X (Arctic Tundra Xtreme)




6. A-TACS Ghost





ეს კამუფლირება წარმოადგენს, სიახლეს კამუფლირებათა სისტემებში. ძალიან ბევრი ქვეყანა არის ამ სისტემით დაინტერესებული. მის საწარმოებლად როგორც მულტიკამის შემთხვევაში, გარკვეული თანხაა გადასახდელი, შესაბამისაც ამ ფერის პროდუქტებიც სტანდარტულთან შედარებით ოდნავ უფრო ძვირი ღირს.

მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრ რამეს გვპირდება ეს კონკრეტული კამუფლირების სახე, მაინც ძალიან რთულია წინასწარ რამის განსაზღვრა სანამ ის არ შემოწმდება საველე პირობებში. საბრძლო სიტუაციებში და ასე შემდეგ. ასე რომ დაველოდოთ როგორ განვითარდება ეს ჰიბრიდული კამუფლირება.


ქვევით ჩამოთვლილია ის საიტები სადაც შეგიძლიათ ორიგინალი კამუფლირების გამოყენებით შექმნილი პროდუქტების შეძენა:



წყარო: www.a-tacs.com


Comentários


შემოგვიერთდით

შემოგვიერთდით და გაიგეთ სიახლეები პირველმა

სახელი

E-Mail

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

შემოწირულობა პროექტის საკეთილდღეოდ

პროექტი "მილიტარისტის აღჭურვილობა" არსებობს თვითდაფინანსების ხარჯზე. თუკი მოგწონთ ჩვენი იდეა, იზიარებთ ჩვენს ხედვას, პრიორიტეტებსა და მიზნებს, გთხოვთ, დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში. ნებისმიერი რაოდენობის შემოწირულობა ბოლომდე მოხმარდება პროექტის განვითარებას.

Donate with PayPal

© 2018 შექმნილია "მილიტარისტის აღჭურვილობის" ჯგუფის მიერ. Proudly created with Wix.com

bottom of page