top of page

LOWA Z8-s, Z6-s.

  • Writer: მილიტარისტის აღჭურვილობა
    მილიტარისტის აღჭურვილობა
  • Mar 11, 2018
  • 2 min read


მოგესალმებით დღევანდელი ჩვენი პოსტი შეეხება ბრენდ LOWA-ს კიდევ ერთ მშვენიერ ქმნილებას Z8-s. საბედნიეროდ გვქონდა იმის შესაძლებლობა რომ პირადად დაგვეტესტა ეს მოდელი. მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. იგი შეიქმნა Lowa Zephyr-ის უზარმაზარი წარმატების შემდეგ და შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ მის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს. ის კომპანიამ 2013 წელს წარადგინა, იმის გამო რომ წინამორბედ ვერსიასთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია ფასიც, მისი გაყიდვებით კომპანია ნამდვილად ვერ ტრაბახობს, მაგრამ აღსაღნიშნავია ის, რომ ნებისმიერი მცირედი ცვლილებაც კი შესამჩნევია.

კომპანია გვთავაზობს ორ მოდელს Lowa Z8-s-ს, სტანდარტულ და Gore-Tex-ის მემბრანით, და ასევე Lowa Z6-s-ს, ეს მოდელიც გვხვდება სტანდარტული და Gore-Tex-ის მემბრანით. ასევე კონკრეტულ ქვეყნებში შეიძლება გადავაწყდეთ Lowa Z8-N-ს რომელიც წარმოადგენს, ტყავის ვარიანტს. ვიზუალურად ვერანაირ ცვლილებას ვერ დაინახავთ, განსაკუთრებით სურათებზე. ერთადერთი სხვაობა როგორც მოგახსენეთ მხოლოდ გარსია. როგორც მისი წინამორბედი, ეს მოდელიც გვხვდება 4 ძირითადი ფერით. უდაბნოსფერი, კოიოტი, შავი, მონაცრისფრო მწვანე (Sage Green) და დამატებით ყავისფერი, რომელსაც ძირითადად გაერთიანებული სამეფოს არმია იყენებს. ზემოთ ნახსენები Z-8N კი გვხვდება მხოლოდ შავი ფერის.

უდაბნოსფერი



კოიოტი



შავი


მონაცრისფრო მწვანე (Sage Green)


Lowa Z-8N შავი


ყავისფერი



როგორც Lowa Zephyr-ზე ამ მოდელზეც ვხვდებით LOWA "Cross" ძირს, ძალიან კარგად მუშაობს ნებისმიერი გადაადგილების დროს, ერთადერთი ასე რომ ვთქვათ სუსტი წერიტილი არის ყინული და სველი ქვები. ასევე ზოგიერთი მომხმარებელი უკმაყოფილოა იმის გამო რომ ძირები არის ძალიან რბილი. ჩვენ ამას ნაკლად მანდვილად ვერ ჩავთვლით, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა რომ გაგაფრთხილოთ. როგორც Zephyr-ის შემთხვევაში აქაც ავღნიშნავთ, რომ ამ ფეხსაცმელს კონკურენტიც კი არ ეყოლებოდა Vibram-ის ძირებით რომ იყოს. ასევე ძალიან მალე ფუჭდება ასფალტზე სიარულისას. შესაბამისად გირჩევთ რომ ქალაქში გამოსაყენებლად ეს ფეხსაცმელი არ იყიდოთ. მიუხედავად მცირედი მინუსებისა აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ ფეხსაცმელს საუკეთესო მოჭიდება აქვს ტალახში, ქვიშაზე და თითქმის ყველა ტიპის ზედაპირზე. მისი განსაკუთრებული ძირი კი მაქსიმალურად იცავს ფეხს დაზიანებისგან.

Gore-Tex ვარიანტები წყალგამძელეა, მაგრამ ნამდვილად წყალგამძლე და არა ისეთი ზოგი კომპანია რომ გვპირდება და 1 საათით მცირე წვიმაში გავალთ და ფეხი გვისველდება. შევამოწმეთ წყლის ზემოქმედება და ნამდვილად გაკვირვებულები დავრჩით. იმ ზონამდე სადამდეც Gore-Tex-ის მემბრანა გვხვდება წყალი დიდი ხნის დატვირთვის შემდეგაც კი არ შევიდა. ასევე აღსაღნიშნავია ისიც რომ ძალიან იშვით შემთხვევაში იკრავს ზედაპირი ტალახს. ფეხსაცმელი პირდაპირ მოდის თქვენამდე სპეციალური სითხით დამუშავებული. მაგრამ აქვე ავღნიშნავთ რომ შეგიძლიათ ამ სითხის შეძენა, რომელსაც ისევ Lowa ამზადებს, შესაძლებლობა გვქონდა ეს სითხეც შეგვემოწმებინა და თავისი საქმე 100%ით შეასრულა. ჩვენი რეკომენდაციაა რომ ფეხსაცმელთან ერთად ეს სითხეც შეიძინოთ (7.99 ფუნტი ღირს ოფიციალურ საიტზე), ამით თქვენ უზრუნველყოფთ ფეხსაცმელის მაქსიმალურ დაცვას.

ფეხსაცმლის შეფუთვიდან ამოღების წამიდან იგრძნობა ხარისხი. ფეხზე ჩაცმის შემდეგ კი ორმაგად გაკვირვებულები დარჩებით, რადგან ფეხსაცმელს პირადად ჩვენ შემთხვევაში არ დაჭირდა არანაირი „გაცვეთა“ ფეხზე, რომ კარგად მომჯდარიყო. ფეხის ჩადგმისთანავე ფიქრობთ რომ ეს ფეხსაცმელი სწორედ თქვენთვის შეიკერა. მიუხედავად ვიზუალურად ძალიან დიდი შეხედულებისა, ფეხსაცმელი არის საკმაოდ მჩატე და სასიამოვნო გამოსაყენებელი.

ინტერნეტში გადააწყდებით რამდენიმე ადამიანს რომელიც ამტკიცებს რომ კონკრეტულად ეს მოდელები ძალიან მალე ფუჭდება და არ არის წყალგამძლე. შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს პიროვნებები იტყუებიან. ფეხსაცმელის ყუთში მარტივად ნახავთ სპეციალურ წიგნაკს, რომელშიც ყველა წესია განმარტებული თუ როგორც უნდა მოუაროთ ფეხსაცმელს მისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად.

შეჯამებისთვის გვინდა ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად ამ მოდელის ძალიან დიდი ფასისა (324$ Z-8S, 350$ Z-8N) რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაკლს წარმოადგენს ჩვენ შემთხვევაში, ყველა თეთრი რომელიც გადავიხადეთ ნამდვილად უკან დაგვიბრუნდა ხარისხით. როგორც ავღნიშნეთ მის ერთ-ერთ „სუსტ წერტილს“ წარმოადგენს ძირები, ასე რომ სანამ შეიძენთ რა თქმა უნდა კარგად დაფიქრდით და ისე შეიძინეთ.

უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ კიდევ ერთი მოდელის განხილვას Lowa Task Force კოლექციიდან. ასე რომ შემოგვიერთდით,იყავით აქტიურები და ძალიან მალე, ჩვენი ჯგუფი სასიამოვნო სიურპრიზსაც გიმზადებთ.



წყარო: www.LOWA.com

Comments


შემოგვიერთდით

შემოგვიერთდით და გაიგეთ სიახლეები პირველმა

სახელი

E-Mail

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

შემოწირულობა პროექტის საკეთილდღეოდ

პროექტი "მილიტარისტის აღჭურვილობა" არსებობს თვითდაფინანსების ხარჯზე. თუკი მოგწონთ ჩვენი იდეა, იზიარებთ ჩვენს ხედვას, პრიორიტეტებსა და მიზნებს, გთხოვთ, დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში. ნებისმიერი რაოდენობის შემოწირულობა ბოლომდე მოხმარდება პროექტის განვითარებას.

Donate with PayPal

© 2018 შექმნილია "მილიტარისტის აღჭურვილობის" ჯგუფის მიერ. Proudly created with Wix.com

bottom of page