top of page

LOWA/ლოვა (ნაწილი I)

  • Writer: მილიტარისტის აღჭურვილობა
    მილიტარისტის აღჭურვილობა
  • Mar 10, 2018
  • 3 min read

Updated: Mar 13, 2018




მოგესალმებით, როგორც დაგპირდით დღევანდელი ჩვენი პოსტი ეძღვნება სამხედრო დანიშნულების ფეხსაცმელს. იმის გამო, რომ დროებით შეუძლებელია ვიდეო განხილვების გადაღება, გადავწყვიტეთ ინფორმაცია მოგაწოდოთ პოსტების სახით, მაგრამ ვიდეო მასალასაც რა თქმა უნდა ძალიან მალე შემოგთავაზებთ.

ჩვენი მომდევნო რამდენიმე პოსტი დაეთმობა სამხედრო ფეხსაცმელებს, დღეს კი შევეხებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ბრენდ Lowa-ს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბრენდის ფეხსაცმელს მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპეც ქვედანაყოფი იყენებს.

მოკლედ შევეხოთ კომპანია ლოვას შექმნის ისტორიას. მათი დევიზია "100% ხელნაკეთია ევროპაში", კომპანია 1923 წლიდან სთავაზობს პროდუქტს მომხმარებლებს, რომელიც შეიქმნა ლორენც ვაგნერის (LOrenz WAgner) მიერ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორიცაა Gore-Tex და Vibram, რათა საუკეთესო პროდუქტი შექმნას მომხმარებლისთვის.

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ფეხსაცმელების განხილვაზე. როგორც მოგეხსენებათ ლოვას უდიდეს კოლექციაში შედის სალაშქრო, მთასვლელობისთვის განკუთვნილი, სპორტული და რა თქმა უნდა სამხედრო დანიშნულების ფეხსაცმელები. სამხედრო ფეხსაცმელები ერთიანდება კოლექციაში, რომელსაც ჰქვია Task Force Collection.

სამხედროებისთვის კომფორტზე ზრუნვა კომპანიამ არც თუ ისე დიდი ხანია რაც დაიწყო, ოფიციალურად მათი სამხედრო ფეხსაცმელები პირველად შეიქმნა ბრიტანული სპეც. დანიშნულების რაზმებისთვის. შემდეგ კი გაითქვეს სახელი მსოფლიოში, თავიანთი ყველასათვის ნაცნობი მოდელით, რომელსაც უწოდეს Lowa Zephyr. მისი ვიზუალი იმდენად მარტივი დასამახსოვრებელია, რომ იშვიათია ვინმეს სურათი აჩვენოთ და ოდნავ გარკვეული მაინც თუ არის სამხედრო ფეხსაცმელებში არ გითხრათ რომ ეს Lowa Zephyr არის.

გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ Task Force კოლექციის ფეხსაცმელების შეძენა მაღაზიაში თითქმის შეუძლებელია. ის ან უნდა გამოიწეროთ ან იყიდოთ გადამყიდველი მაღაზიისგან (რომელსაც წესით უფლება არ აქვს რომ გაყიდოს ამ კოლექციის მოდელები), მათ ოფიციალურ საიტზე ვხვდებით მხოლოდ 2 მაღაზიას, რომელსაც ამ კოლექციის შემოთავაზება შეუძლია. ერთი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეორე კი გაერთიანებულ სამეფოში.

ახლა კი გთავაზობთ Task Force კოლექციაში შემავალი მოდელების დასახელებებს, სურათებს, ძალიან მოკლე აღწერას და ფასებს. მაქსიმალურად ვეცადეთ ყველაზე დაბალი ფასები მოგვეძიებინა, მაგრამ იმის გამო რომ ზოგიერთი მოდელი აღარ გამოდის, ის ოპტიმალური ფასი დავწერეთ რა ფასადაც შესაძლებელია მისი შეძენა.


1) თავისთავად სიას დავიწყებთ Lowa Zephyr-ით. იგი გვხდება 5 ძირითადი სტილით. (სახელზე მიმაგრებულია ლიკები, სადაც შეძლებთ ფასის ნახვას და ასევე გამოწერას)

Lowa Zephyr Hi TF (Task Force) (ფასი: 219.95$)





Lowa Zephyr Mid TF (ფასი: 184.95$)



Lowa Zephyr Mid GTX TF (ფასი: 199.95$)



Lowa Zephyr Lo GTX TF (ფასი: 179.95$)



ასევე შესაძლებელია 5 ფერის შეძენა, ესენია:

შავი, უდაბნოსფერი, კოიოტი, მონაცრისფრო მწვანე (Sage Green), ყავისფერი (შესაძლებელია მხოლოდ UK საიტებზე შეძენა).

აქვე აღსაღნიშნავია, რომ ეს მოდელი გამოდის "სამოქალაქო ვარიანტშიც", რომელიც არ შედის Task Force კოლექციაში.

  • არსებული ზომები: UK6.5 (ევროპული ზომა 40)-დან UK13 (ევროპული ზომა 48.5)-მდე. იხილეთ ოფიციალური ზომები აქ

  • აქვს Lowa "Cross" ძირი, რომელიც გამოირჩევა ძალიან დაბალი წონით, აქვს მშვენიერი მოჭიდება ნებისმიერ ზედაპირზე. უარყოფით მხარეებს აუცილებლად შევეხებით, კერძოდ ამ მოდელის განხილვაში.

  • წონა: 1120 გრამი/წყვილი (HI მოდელი) 1097 გრამი/წყვილი (MID მოდელი)

  • Task Force კოლექცია.


2) Lowa Z-8s, Z-6s, Z-8n, Z-11s. ეს გახლავთ Lowa Zephyr-ის განახლებული ვარიანტი. შესაბამისად განახლებულია ფასიც. ის ყველა წვრილმანი პრობლემა, რომელიც წინა მოდელზე ჰქონდა მომხმარებელს თითქმის ყველაფერი აღმოიფხვრა ამ მოდელში.


ეს მოდელი გვხვდება 6 განსხვავებული დიზაინით:


Lowa Z-8s TF (ფასი: 299.95$)



Lowa Z-8s GTX TF (ფასი: 324.95$)



Lowa Z-8n GTX TF (ფასი: 349.95$)



Lowa Z-6s TF (ფასი: 284.95$)



Lowa Z-6s GTX TF (ფასი: 299.95$)



Lowa Z-11 GTX TF (ფასი: 220.00 ფუნტი)




ეს მოდელიც როგორც Zephyr გვხვდება 5 ფერით: შავი, უდაბნოსფერი, კოიოტი, მონაცრისფრო მწვანე (Sage Green), ყავისფერი.

  • არსებული ზომები: UK6.5 (ევროპული ზომა 40)-დან UK15 (ევროპული ზომა 52)-მდე. იხილეთ ოფიციალური ზომები აქ

  • აქვს Lowa "Cross" ძირი, რომელიც გამოირჩევა ძალიან დაბალი წონით, აქვს მშვენიერი მოჭიდება ნებისმიერ ზედაპირზე.

  • წონა: Z-8s 1450 გრამი/წყვილი, Z-6s 1320 გრამი/წყვილი, Z-11s 1500 გრამი/წყვილი.

  • Task Force კოლექცია.


3) Lowa Innox TF მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნაჩვენები 2 მოდელით ლოვამ ყველა სამხედროს და არა მარტო სამხედროს გული მოიგო, მან კიდევ ერთი მშვენიერი მოდელი შემოგვთავაზა სახელად Lowa Innox როგორც შეამჩნიეთ Lowa Zephyr და Lowa Z მოდელები ძალიან გვანან ერთმანეთს, Lowa Innox მაგთგან რადიკალურად განსხვავებულია. აქვე ავღნიშნავთ იმას რომ ის ერთადერთი მოდელია, რომელიც შეგიძლიათ ჩვენთვის საყვარელი MultiCam-ის კომუფლირებით შეიძინოთ. ასევე გამოირჩევა იმით, რომ ზემოთ ნახსენებ ორივე მოდელზე მჩატეა. შეგვიძლია შევიძინოთ 3 ძირითადი ვარიანტი და ამავდროულად 3 ძირითადი ფერი.


Lowa Innox GTX Coyote TF (ფასი: 150 ფუნტი)



Lowa Innox GTX Black TF (ფასი: 150 ფუნტი)



Lowa Innox GTX MultiCam TF (ფასი: 179 ევრო)


  • არსებული ზომები: UK6.5 (ევროპული ზომა 40)-დან UK13 (ევროპული ზომა 48.5)-მდე. MultiCam-ის ვერსია შემორჩენილია ძალიან ცოტა, ასე რომ ზომებიც ძალიან იშვიათა.

  • აქვს Lowa "NXT" ძირი.

  • წონა: 900 გრამი/ წყვილი

  • Task Force კოლექცია.

მოთხოვნილების გამო, როგორც Lowa Zephyr ასევე Innox გვაქვს სამოქალაქო ვარიანტიც.


4) Lowa Desert Elite Boots. ეს მოდელი შეიქმნა როგორც ზევით ვახსენეთ ბრიტანული არმიისთვის. ურიგდებოდა პირად შემადგენლობას, როდესაც მიდიოდნენ ავღანეთში. ზემოთ მოცემული მოდელებისგან განსხვავდება იმით რომ აქვს Vibram-ის ძირი. მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს GTX მოდელები.

გვაქვს მხოლოდ 3 ვარიანტი


Lowa Desert Elite Boots Desert Tan TF (ფასი: 162 ფუნტი)



Lowa Desert Elite Boots Coyote OP TF (ფასი: 180 ფუნტი)


Lowa Desert Elite Brown Boots TF (ფასი: 180 ფუნტი)



  • არსებული ზომები: უდაბნოსფერი UK4 (ევროპული ზომა 38.5)-დან UK15 (ევროპული ზომა 52)-მდე.

  • აქვს Vibram® "MVS" ძირი, რაც დიდ უპირატესობას აძლევს ამ მოდელს. მაგრამ ამავდროულად ვიბრამის ძირი საკმაოდ ამძიმებს კიდეც ამ მოდელს.

  • წონა: 1550 გრამი/ წყვილი

  • Task Force კოლექცია.


ეს გახლავთ Lowa Task Force კოლექციის პირველი ნაწილი და ის 4 სამხედრო ფეხსაცმელი რომელიც ჩავთვალეთ რომ ყველას დააინტერესებდა. რა თქმა უნდა ძალიან მალე შემოგთავაზებთ მეორე ნაწილსაც სადაც განვიხილავთ დარჩენილ მოდელებს. ზემოთ ნაჩვენები მოდელების შესახებ აუცილებლად შემოგთავაზებთ უფრო დაწვრილებით განხილვასაც, ამის შემდეგ თქვენით გადაწყვიტეთ რომელია საუკეთესო მოდელი.

 
 
 

2 commentaires


NLS
NLS
11 janv. 2023

ან ტელეფონი ან მისამართი

J'aime

NLS
NLS
11 janv. 2023

გამარჯობა შეძენა მინდა და როგორ დამეხმარეთ

J'aime
შემოგვიერთდით

შემოგვიერთდით და გაიგეთ სიახლეები პირველმა

სახელი

E-Mail

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

შემოწირულობა პროექტის საკეთილდღეოდ

პროექტი "მილიტარისტის აღჭურვილობა" არსებობს თვითდაფინანსების ხარჯზე. თუკი მოგწონთ ჩვენი იდეა, იზიარებთ ჩვენს ხედვას, პრიორიტეტებსა და მიზნებს, გთხოვთ, დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში. ნებისმიერი რაოდენობის შემოწირულობა ბოლომდე მოხმარდება პროექტის განვითარებას.

Donate with PayPal

© 2018 შექმნილია "მილიტარისტის აღჭურვილობის" ჯგუფის მიერ. Proudly created with Wix.com

bottom of page